вторник, 19 ноября 2019 г.

სოც. პროექტი 'ბულინგი მსოფლიო პრობლემა"

    2019 წლის 30 ოქტომბერს საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად მოვაწყვეთ პრეზენტაცია სოციალური პროექტისა ,,ბულინგი მსოფლიო პრობლემა". მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები.





სოც. პროექტი "სუფთა გარემო"

      
                                              ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
                                                 სოფელ წევის  საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასის მასწავლებლის ეკატერინე დოლიკაშვილის მიერ განხორციელებული სოციალური პროექტის
                                          გეგმა




პროექტის  დასახელება
                      სუფთა გარემო
პროექტის მონაწილეები
   დაწყებითი   საფეხურის  მოსწავლეები
 / პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი/ სკოლის ადმინისტრაცია / სკოლის თემი/

პროექტის პრეზენტაციის დღე
22 ნოემბერი 2019 წელი. 
პროექტის ხელმძღვანელი
დაწყებითი კლასის მასწავლებელი: ეკატერინე დოლიკაშვილი

სამიზნე  ჯგუფი
სასკოლო  თემი, საზოგადოება.
     პროექტის იდეა გაჩნდა ბუნების გაკვეთილზე, როდესაც გავდიოდით თემას „ ადამიანი და გარემო“. პროექტის დაწყებამდე გამოვიყენე სტრატეგია „ ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“, რისი საშუალებითაც გავიგე რისი გაგება  სურდათ მოსწავლეებს. განისაზღვრა მოსწავლეთა როლი პროექტში, დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექით მუშაობას.
პროექტის მიზანი
   დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება.
    გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
ამოცანები და განხორციელების გზები
   პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, როგორც უნდა წარიმართოს პროექტი. ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ, რომ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ისინი მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ნარენები ანუ ნაგავი.
     შევთავაზე ექსკურსია ბუნებრივ გარემოში და ვთხოვე დაკვირვებოდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
     აქტივობის არსია შეიგრძნონ და აღიქვან ბუნებრივი გარემო არამარტო მხედველობით, არამედ სხვა შეგრძნებითაც და მიხვდნენ , რომ ბუნებრივი გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგან.
     საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ უპასუხეს კითხვებს და გააკეთეს ჩანაწერები.
     1. როგორი გარემოა სკოლის ეზოში?
     2. ემსახურება თუ არა სოფელს სანაგვე მანქანა?
     3.სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?
მოსალოდნელი შედეგები
    პროექტზე მუშაობისას  მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ  ჯგუფური მუშაობის და მიღებული ცოდნის  პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევევბი.
    განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, რაც გავლენას იქონიებს არამხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე , არამედ სხვა ბავშვებზეც.
    მოსწავლეები კარგი მაგალითის მიმცემი იქნებიან და ეს დადებით გავლენას მოახდენს სხვებზეც.


პროექტის მიმდინარეობის ხანგრძლივობა
     პირველი შეხვედრა:  სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და დისკუსია კითხვებზე. (-  ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო და შეიძლება თუ არა ავიცილოთ თავიდან გარემოს დანაგვიანება?
- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?  -როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?
    დისკუსიის შემდეგ დაიყოფიან ორ ჯგუფად და გააკეთებენ ნახატს სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ.
       მეორე შეხვედრა
      მას შემდეგ, რაც მოსწავლეთათვის ნათელი გახდება, რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის თავისთავად გაჩნდება კითხვა: - როგორ დავიცვათ  გარემო დანაგვიანებისგან?
     მოსწავლეებს განვუმარტავ, რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ხერხია გარემოს დასუფთავება. ადამიანებისათვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნით და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით.
      მესამე შეხვედრა
      მოსწავლეები ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილენის პარკების გამოყენებით დაასუფთავებენ სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიას და შეგროვებულ ნაგავს მოათავსებენ ნაგვის ურნაში. თან იმსჯელებენ თუ რატომ გამოიყენეს ხელთათმანები?
    მეოთხე შეხვედრა
      შევაჯამებ მოსწავლეების მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. კიდევ ერთხელ განვუმარტავ, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს გარემოს სხვადასხვა კომპონენტის დანაგვიანებას: ზოგ შემთხვევაში წყალი ბინძურდება, ზოგ შემთხვევაში ნიადაგი, სხვა შემთხვევაში ჰაერი.
     შეავსებენ ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს ბოლო ნაწილს.
  მოსწავლეთა ერთი ჯგუფი იმუშავებს კედლის გაზეთის „ დავიცვათ გარემო“-ს მომზადებაზე, ხოლო მეორე ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას pover point-ში.
        მეხუთე შეხვედრა
       მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას სხვა მოსწავლეებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენენ საბოლოო პროდუქტს კედლის გაზეთის სახით, რომელიც გამოიკვრება საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.
      შეფასება:მოსწავლეთა შეფასება მოხდება განმავითარებელი კომენტარებით:
       - შეფასდება მათი ინტერესები და წინარე ცოდნა.
       - თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხები უნარი.
        - საპრეზენტაციო და შემოქმედებითი უნარები.
        

პროექტის მიმდინარეობის ხანგრძლივობა
   ორი კვირა, (პრეზენტაციის დღე  22 ნოემბერი)
გამოყენებული რესურსი
საკლასო ოთახი,  კომპიუტერული ტექნიკა, პროექტორი, ეკრანი,  თაბახისა და მუყაოს ფურცლები. ფლიფჩარტები, მარკერები,  ცარცი, სკამი, მაგიდა,   ფოტოაპარატი, საპრეზენტაციო სივრცე.




     2019 წლის 22 ნოემბერს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად მოვაწყვეთ პრეზენტაცია სოციალური პროექტისა ,,სუფთა გარემო". მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები.



воскресенье, 25 июля 2010 г.

წელიწადის დროები

პროექტი

1) პროექტის სახელი; წელიწადის დროები

2) პროექტის მოკლე აღწერა: აღვწეროთ წელიწადის დროები, თავისი დამახასიათებელი თავისებურებებით.

3) პროექტის სრული აღწერა: აღვწეროთ წელიწადის თითოეული დრო თავისი დამახასიათებელი თვისებებით. წელიწადის თვეები და რომელი თვე რომელ დროს ეკუთნის. თითოეული თვის დღეთა რაოდენობა. შევქმნათ სურათები თითოეულ დროზე. გავეცნოთ მოსახლეობის საქმიანობას სეზონის მიხედვით. მოვიძიოთ და ვისწავლოთ ლექსები წელიწადის დროებზე. მოსწავლეები გააცნობიერებენ , რომ ბუნება ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანთა ინტერესის უპირველესი საგანი. თვითონ ადამიანი ბუნების განუყოფელი ნაწილია. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება ბუნებისადმი პატივისცემა და მოწიწება. რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს.

4) მონაწილეთა ასაკი; 7 წელი.

5) ვადები/ხანგრძლივობა. ერთი წელი . 2010– 2011 წელი.

6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში; სურათების მოძიება ინტერნეტში წელიწადის თითოეულ დროზე. ასევე ფოტოგამოფენა და ფოტოალბომი.

7) მოსალოდნელი შედეგები; ცოდნის გაღრმავება. შემოქმედებითი უნარ–ჩვევების განვითარება. გამოფენა. პრეზენტაცია. შეიქმნება ბლოგი. ფოტოსურათები განლაგდება ბლოგზე.

8) სამუშაო ენა; ქართული.

9) საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი; ბუნება, მათემატიკა, ხელოვნება, მუსიკა.

10) სარგებელი სხვებისთვის; ფოტოალბომისა და ფოტოგამოფენის საშუალებით მათ თანატოლებს გაუადვილდებათ წელიწადის დროებისა და თვეების დამახსოვრება.

11) მონაწილეები სხვა სკოლებიდან;

12) პროექტის ფასილიტატორის სახელი; ე. დოლიკაშვილი.

13) პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა; e.dolikahvili@gmail.com

14) შპროექტის ვებგვერდი / ბლოგი; edolikahvili.blogspot.com